Wednesday, July 13, 2016

ტრეინინგის მე-9 დღე დავიწყეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვით.განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი.
მოვისმინეთ ძალიან საინტერესო პრეზენტაციები და შემდეგ ერთმანეთს გაუკეთეთ კომენტარები.დიდი მადლობა ჩვენს უმაგრეს ტრენერს მანანა კვინიკაძეს.

Tuesday, July 12, 2016

ტრეინინგის მე-8 დღე დავიწყეთ სასწავლო პროცედურების განხილვით. გავიმეორეთ ჩამოტვირთული მასალის შენახვის პროცესები.ვისწავლეთ ,რომ პროცედურების დაწერისას ვითვალისწინებთ მიზნების აქტივობებს, მიმართულების მიმცემი კითხვების აქტივობებს, 21-ე საუკუნის უნარების აქტივუბებს, შეფასების და დიფერენცირების საჭირო აქტივობებს.მივიღათ საშინაო  დავალება.

Monday, July 11, 2016

ტრეინინგის მე-6 მოდული დავიწყეთ მთელი პროექტის მსვლელობის ეტაპების გამეორებით.გადავხედეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს. გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტისს  და  შევქმენით კითხვარი,რომელიც დაგვეხმარება მოსწავლის ინდივიდუალური ინტელექტის გამოვლენაში. შემდეგ ავტვირთეთ ბლოგზე ლინკები და გამოვაქვეყნეთ. ვისწავლეთ ხარაჩოს შექმნა.დავიწყეთ პროექტის პროცედურების წერა ,რომლის დასრულებაც დაგვევალა საშინაო დავალებად.

Friday, July 8, 2016

მე-6 დღე დავიწყეთ დავალების განხილვით. შემდეგ ვისწავლეთ სლაიდშოუ. ბლოგში ჩაშენება . გამოვაქვეყვეთ ჩვენი მასალა ბლოგზე და ვისწავლეთ გამოქვეყვებული მასალის მონახაზის რეჟიმში გადაყვანა. ამის მერე ერთმანეთის ბლოგები დავათვალერეთ. გავეცანით ნამუშევრებს და დავწერეთ კომენტარები. გავეცანით შეფასების რუბრიკას და ჩვენი პროექტის ფარგლებში გავაკეთეთ შეფასების რუბრიკა.ვისწავლეთ ,რომ შეფასების რუბრიკის ინდიკატორებს ვწერთ მიზნნების შესაბამისად.

Monday, July 4, 2016

ტრეინინგის მე-5 დღე დავიწყეთ საშინაო დავალების წაკითხვით.მოვისმინეთ და წავიკითხეთ აქტივობები, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი პროექტის მიზანთან.
მივიღეთ რეკომენდაციები, რასაც გავითვალისწინებთ აქტივობების ჩაწერის დროს.
Power Point-ში  გავაკეთეთ პრეზენტაცია მოსწავლის ნიმუშის სახით.შემდეგ ავტვირთეთ Drive-ში.დავამატეთ სურათები და მივუთითეთ წყაროები. საშინაო დავალებად მივიღეთ ამ პრეზენტაციის დასრულება.უნდა ვნახოთ პრეზენტაცია საავრტორო უფლებების შესახებ.

Friday, July 1, 2016

ტრეინინგის მე-4 დღე დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით. შემდეგ გავეცანით შეფასების სტრატეგიების მიზნებთან დაკავშირებას.განვიხილეთ მეორე მოდულის მე-3 აქტივობა შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე.ვიმუშავეთ შეფასების გეგმაზე , შევურჩიეთ შესაბამისი ინსტრუმენტები.გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი.
ბლოგებზე ერთმანეთს გაუკეთეთ კომენტარები.
მივიღეთ საშინაო დავალება.

Monday, June 27, 2016

ტრეინინგის მესამე დღე დავიწყეთ წინა გაკვეთილზე შესწავლილი მასალის გამეორებით.
შემდეგ განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიის ზმნების კლასიფიკაცია.
მოდული 2 .აქრივობა 1-ის მიხედვით გავარჩიეთ ბუნდოვანი და სპეციალური სწავლებაზე ორიენტირებული მიზნები.
გავერკვიეთ თუ რა კავშირია მიზნებსა და სტანდარტებს შორის.
ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.მოვიფიქრეთ თუ როგორ ჩამოვაყალიბოთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. 
შემდეგ ავტვირთეთ ჩვენი საქაღალდე Drive-ში.
ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.

Thursday, June 23, 2016

                                                                        
ტრეინინგის მეორე დღეს გავიხსენეთ პირველ დღეს მიღებული ინფორმაცია. სემინარის წევრებმა წარმოვადგინეთ ინდივიდუალური თემები. განვიხილეთ პროექტის შინაარსების ვარიანტები, მივიღეთ რჩევები და შევიტანე ცვლილებებიგეგმაში. მოვიძიეთ ესგ-ს სტანდარტების მიხედვით, სადაც ვირჩევთ ისეთ ინდიკატორებს, რომელსაც შემდეგ შევაფასებ. გავეცანით პროექტზე დაფუძნებული ეფექტური გაკვეთილის მახასიათებლებს. ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნა შაბლონების მიხედვით და გადავიგზავნეთ საკუთარ მეილზე.

Wednesday, June 22, 2016

ტრეინინგის პირველი დღე
ტრეინინგის პირველ დღეს გავიგე,რომ პროექტის შექმნისას გვესაჭიროება მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენება.
გავეცანით ინტელის კურსს და მის გამოყენებას.
შევქმენით პორტფოლიო
გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, პორტფოლიოს ჩეკლისტს (რომელ საქაღალდეში რომელ დოკუმენტს ვინახავთ)

მივიღეთ დავალება , რომ დავწეროთ პროექტის შინაარსის მოკლე აღწერა