Wednesday, July 13, 2016

ტრეინინგის მე-9 დღე დავიწყეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვით.განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი.
მოვისმინეთ ძალიან საინტერესო პრეზენტაციები და შემდეგ ერთმანეთს გაუკეთეთ კომენტარები.დიდი მადლობა ჩვენს უმაგრეს ტრენერს მანანა კვინიკაძეს.

Tuesday, July 12, 2016

ტრეინინგის მე-8 დღე დავიწყეთ სასწავლო პროცედურების განხილვით. გავიმეორეთ ჩამოტვირთული მასალის შენახვის პროცესები.ვისწავლეთ ,რომ პროცედურების დაწერისას ვითვალისწინებთ მიზნების აქტივობებს, მიმართულების მიმცემი კითხვების აქტივობებს, 21-ე საუკუნის უნარების აქტივუბებს, შეფასების და დიფერენცირების საჭირო აქტივობებს.მივიღათ საშინაო  დავალება.

Monday, July 11, 2016

ტრეინინგის მე-6 მოდული დავიწყეთ მთელი პროექტის მსვლელობის ეტაპების გამეორებით.გადავხედეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს. გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტისს  და  შევქმენით კითხვარი,რომელიც დაგვეხმარება მოსწავლის ინდივიდუალური ინტელექტის გამოვლენაში. შემდეგ ავტვირთეთ ბლოგზე ლინკები და გამოვაქვეყნეთ. ვისწავლეთ ხარაჩოს შექმნა.დავიწყეთ პროექტის პროცედურების წერა ,რომლის დასრულებაც დაგვევალა საშინაო დავალებად.

Friday, July 8, 2016

მე-6 დღე დავიწყეთ დავალების განხილვით. შემდეგ ვისწავლეთ სლაიდშოუ. ბლოგში ჩაშენება . გამოვაქვეყვეთ ჩვენი მასალა ბლოგზე და ვისწავლეთ გამოქვეყვებული მასალის მონახაზის რეჟიმში გადაყვანა. ამის მერე ერთმანეთის ბლოგები დავათვალერეთ. გავეცანით ნამუშევრებს და დავწერეთ კომენტარები. გავეცანით შეფასების რუბრიკას და ჩვენი პროექტის ფარგლებში გავაკეთეთ შეფასების რუბრიკა.ვისწავლეთ ,რომ შეფასების რუბრიკის ინდიკატორებს ვწერთ მიზნნების შესაბამისად.

Monday, July 4, 2016

ტრეინინგის მე-5 დღე დავიწყეთ საშინაო დავალების წაკითხვით.მოვისმინეთ და წავიკითხეთ აქტივობები, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი პროექტის მიზანთან.
მივიღეთ რეკომენდაციები, რასაც გავითვალისწინებთ აქტივობების ჩაწერის დროს.
Power Point-ში  გავაკეთეთ პრეზენტაცია მოსწავლის ნიმუშის სახით.შემდეგ ავტვირთეთ Drive-ში.დავამატეთ სურათები და მივუთითეთ წყაროები. საშინაო დავალებად მივიღეთ ამ პრეზენტაციის დასრულება.უნდა ვნახოთ პრეზენტაცია საავრტორო უფლებების შესახებ.

Friday, July 1, 2016

ტრეინინგის მე-4 დღე დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით. შემდეგ გავეცანით შეფასების სტრატეგიების მიზნებთან დაკავშირებას.განვიხილეთ მეორე მოდულის მე-3 აქტივობა შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე.ვიმუშავეთ შეფასების გეგმაზე , შევურჩიეთ შესაბამისი ინსტრუმენტები.გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი.
ბლოგებზე ერთმანეთს გაუკეთეთ კომენტარები.
მივიღეთ საშინაო დავალება.